"ეს საოცარი ჩხუბი იქნება" - თიჯეი მერაბისა და გარბრანდტის ბრძოლაზე
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
თიჯეი დილაშოუ თვლის, რომ კოდი გარბრანდტი მერაბისთვის რთული მეტოქე იქნება. მისი თქმით, კოდის ყველაფერი აქვს, რომ "მანქანას" დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს.
იმედი მაქვს გარბრანდტი დაბრუნდება, რადგან მერაბისთვის მართლაც რთული მეტოქე იქნება. მიწაზე კარგად დგას, ძირს გადაყვანა და მისი გაჩერება ძალიან რთულია. ჩემი აზრით, ეს საოცარი ჩხუბი იქნება. - განაცხადა თიჯეიმ
შეგახსენებთ, რომ მერაბმა საკუთარი ქამარი მეორედ დაიცვა. ეს შონ ო'მალის წინააღმდეგ, მოახერხა, რომელიც მესამე რაუნდში კისრის მტკივნეულით დაამარცხა.