"ეს ქამარი ჩემი ბედისწერაა და მისთვის აუცილებლად ვიბრძოლებ" - პადი პიმბლეტი
2 საათის წინ
სხვა
1 წთ
ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლის შემდეგ პადი პირველ განცხადებას ავრცელებს. ინგლისელი გეიჯის გამარჯვებას ულოცავს და გვპირდება, რომ საჩემპიონო ბრძოლაში მალე დაბრუნდება.
ვიმედოვნებ ყველამ ისე ისიამოვნეთ ჩემი ბრძოლით როგორც მე. ყველას მადლობას გიხდით ვინც ჩემს მხარდასაჭერად მოხვედით და ყველა იმას, ვინც ტელევიზორიდან მიყურებდით.
კარგად ვარ, ბრძოლიდან ტრავმები არ გამომყოლია და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. შესანიშნავი მომზადება გავიარება და წონაც მარტივად დავიკელი. მიზეზები არ მაქვს, იმ საღამოს საუკეთესომ მოიგო.
ჯასტი გეიჯი გილოცავ ძმაო! ასეთ ლეგენდასთან გალიის გაზიარება ჩემთვის პატივი იყო. მიდი და Undisputed ქამარიც მოიპოვე, შენი კარიერა ამას იმსახურებს. იმედი მაქვს, მაგ ტიტულისთვის ბრძოლაში კიდევ შევხვდებით, რადგან ეს ოქრო ჩემი ბედისწერაა.
UFC მადლობა შესაძლებლობისთვის. თქვენ ყველამ იცით, რომ ახლო მომავალში ამ ქამრისთვის ბრძოლაში დავბრუნდები. - განაცხადა პადი პიმბლეტმა
Paddy Pimblett released a statement following his loss to Justin Gaethje at UFC 324:
— Championship Rounds (@ChampRDS) January 27, 2026
"Hope everyone enjoyed my fight just as much as I did, want to thank everyone that came to support and everyone watching at home ❤️
I’m all good no injuries went into the fight feeling amazing… pic.twitter.com/8WHVDo2c4f
შეგახსენებთ, რომ პადი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა მსუბუქი წონის დროებითი ქამრისთვის შედგა. გეიჯიმ 5-რაუნდიან ჩხუბში პადის დიდი ზიანი მიაყენა და წელზე ქამარიც მოირგო. ამერიკელს ამ ტიტულის დაცვა ილია თოფურიას წინააღმდეგ მოუწევს.