Belive

"ეს ორი UFC-ში ჩემთვის ყველაზე რთული მეტოქეები იყვნენ" - ილია თოფურია

7 თვის წინ სხვა
1 წთ

PBD Podcast-ში საუბრისას ილია თოფურიამ თავისთვის ყველაზე რთული მეტოქეები დაასახელა. ალბათ არ გაგიკვირდებათ ორ ესენი მაქს ჰოლოუეი და ალექს ვოლკანოვსკი არიან.

ჩემი ყველაზე რთული ოპონენტები მაქს ჰოლოუეი და ალექს ვოლკანოვსკი იყვნენ. მათ ძალიან კარგი უნარები აქვთ. სისწრაფესთან ერთად, ოქტაგონში ძალიან ჭკვიანებიც არიან. აქამდე ვფიქრობდი, რომ ყველაზე ჭკვიანი ვიყავი, თუმცა, მათთან ოქტაგონის გაზიარებისას ამას ვერ ვგრძნობდი. - განაცხადა ილია თოფურიამ

შეგახსენებთ, რომ ბოლო ჩხუბი ილიამ სწორედ მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ ჩაატარა. ეს ილიასთვის ქამრის პირველი დაცვა იყო, რომელიც წარმატებით განახორციელა. მას შემდეგ თოფურიამ წონა შეიცვალა და ახლა მსუბუქ წონაში ასპარეზობს.

სხვა სტატიები