Belive

ერთი ჩატარებული ჩხუბის შემდეგ, PFL-ის და ნგანუს გზები გაიყო

1 დღის წინ სხვა
1 წთ

პრომოუშენისთვის გამართული ერთი ბრძოლის შემდეგ, ნგანუს და PFL-ის გზები გაიყო.

UFC-ს ყოფილი ჩემპიონი PFL-ს 2023 წლის იანვარში შეუერთდა და რენან ფერეირასთან სადებიუტო ჩხუბიც მოიგო. ამ გამარჯვებით კამერუნელმა PFL Super Fights მძიმე წონის ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა.

პროფესიონალ მებრძოლთა ლიგამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნგანუსთან თანამშრომლობა გაწყვიტოს. ფრენსისის, როგორც მებრძოლის და როგორც ადამიანის მიმართ დიდი პატივისცემა გვაქვს. მის შემდეგ საბრძოლო კარიერის ეტაპზე წარმატებას ვუსურვებთ. - წერია PFL-ს განცხადებაში

ნგანუს ორგანიზაციასთან სამწლიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ იჩხუბა. ზუსტად არ არსებობს ინფორმაცია თუ რა თანხას მიიღებდა ფრენსისი, მაგრამ სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მან $10 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.

სხვა სტატიები