Belive

ერეკლე არსენაშვილისა და ზურაბ გოგავას თამაში ნიდერლანდების წინააღმდეგ გამოირიცხა

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

ერეკლე არსენაშვილისა და ზურაბ გოგავას თამაში ნიდერლანდების წინააღმდეგ გამოირიცხა, ინფორმაციას საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია ავრცელებს. საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებმა, ერეკლე არსენაშვილმა და ზურაბ გოგავამ შვედეთის წინააღმდეგ, მეტოქეთა უხეში თამაშის შედეგად, გუშინ მძიმე ტრავმები მიიღეს და სამწუხაროდ, ნიდერლანდებთან მატჩში გუნდს ვერ დაეხმარებიან.

წყაროს ცნობით, ორივე მათგანი ოპერაციას გადაურჩა. როგორც ასოციაციის მედიკოსი და ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების ექიმი, დიმა ბაღათურია მალმიოდან გვაუწყებს, სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა კვლევები. ერეკლე არსენაშვილს მუხლის ტრავმა აქვს.

ყველაზე მთავარი - ჯვარედინი იოგები არ არის გაწყვეტილი და მთლიანად შენარჩუნებულია, ანუ მძიმე ოპერაციული დაზიანება არ აქვს. ტრავმის დროს მას ჰქონდა კვირისტავის ამოვარდნილობა, ასევე მუხლის შიდა მხარეს ძლიერი დაჭიმულობა და მცირე სისხლჩაქცევა (ჰემატომა). დამატებით, აღენიშნება ხრტილის მსუბუქი დაზიანება, რაც ხშირია მსგავსი ტრავმის დროს. ამ ეტაპზე, მდგომარეობა ოპერაციას არ საჭიროებს, მაგრამ სპორტსმენი გადაადგილდება კასტილებით და მუხლის მობილობა შეზღუდულია. ასევე, გუნდს ვერ დაეხმარება ზურაბ გოგავა, რომელმაც წვივის ტრავმა მიიღო და მისი თამაშიც გამორიცხულია - დიმა ბაღათურია

საქართველო E ჯგუფშია, სადაც შვედეთმა და ხორვატიამ შემდეგ ეტაპზე გასვლა გაინაღდეს, ჩვენმა ნაკრებმა კი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებს ხვალ, 21:00 საათზე დაუპირისპიდება.

E ჯგუფის სატურნირო ცხრილი

სხვა სტატიები