Belive

დასანანი მარცხი უდიდეს ფავორიტთან | საქართველომ ხორვატიასთან იბრძოლა

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოსვლა დაიწყო - ჩვენმა გუნდმა, E ჯგუფში, პირველი შეხვედრა ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში, 32:29 დამარცხდა.

მატჩის წინ ხორვატია უდიდეს ფავორიტად ითვლებოდა, პირველი ტაიმის რაღაც ეტაპამდე კი 6 ბურთით მარცხდებოდნენ, რაც დიდი მოულოოდნელობა იყო. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ეს უპირატესობა პირველსავე ტაიმში გაუშვა ხელიდან.

ხორვატების კარში 7 გოლი გიორგი ცხოვრებაძემ გაიტანა, გიორგი დიხამინჯიამ 6 გოლი შეაგდო, 5-5 გაიტანეს რუსტამოვმა და კალანდაძემ, მირიან გავაშელიშვლმა 4-ჯერ შეძლო ხორვატების კარის აღება, ხოლო 2 გოლი ირაკლი კბილაშვილმა გაიტანა.

19 და 21 იანვარს, საქართველო ჯერ შვედეთს შეხვდება, შემდეგ კი ნიდერლანდებს.

სხვა სტატიები