Belive

ენტონი ჯოშუას უღირსი საქციელი ოლეკსანდრ უსიკთან მარცხის შემდეგ

1 წლის წინ სხვა
3 წთ

რემატჩში დამარცხების შემდეგ, ენტონი ჯოშუამ ოლეკსანდრ უსიკის ორი საჩემპიონო ქამარი რინგიდან მოისროლა. პირველი ბრძოლისგან განსხვავებით, რომელშიც ჯოშუა უშანსოდ დამარცხდა, ბრიტანელმა მოკრივემ თავდაუზოგავად იშრომა და რიგ ასპექტებში მკვეთრი გაუმჯობესება ჰქონდა, თუმცა, ჯოშუას მცდელობები უსიკის დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ოლეკსანდრ უსიკმა ენტონი ჯოშუას დამარცხება რემატჩშიც შეძლო, რის შედეგადაც, IBF-ის, WBO-სა და WBA-ს ტიტულები წარმატებით დაიცვა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფმა ჯოშუამ, უსიკის 2 საჩემპიონო ქამარი რინგიდან მოისროლა და კრივის მოყვარულ საზოგადოებას, თავი არასპორტული საქციელით დაამახსოვრა. ჯოშუას უღირსი საქციელის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. 

 
View this post on Instagram
 

A post shared by Sky Sports (@skysports)

ენტონი ჯოშუას პროვოკაციულ და უღირს ქმედებებს, ოლეკსანდრ უსიკი გაკვირვებული უყურებდა და სიტუაციის განმუხტვას უშედეგოდ ცდილობდა. მარცხისგან გაწბილებული ბრიტანელი მოკრივე, რინგიდან გასახდელისკენ გაემართა, თუმცა, მისი გუნდის წევრებმა იგი რინგზე დააბრუნეს. ჯოშუას რინგზე ასვლას, გულშემატკივრები სტვენით შეხვდნენ. ჯოშუამ უსიკთან არც ისე სასიამოვნო დიალოგი გამართა, რის შემდეგაც მიკროფონი აიღო და მისი კარიერის შესახებ დაიწყო საუბარი. მოგვიანებით ჯოშუამ ემოცების მოთოკვა შეძლო და ოლეკსანდრ უსიკის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ბრიტანელმა აღნიშნა, რომ უსიკი გასაოცარი მებრძოლია. ემოციების გაკონტროლება კი კრივისადმი სიყვარულისა და ვნების გამო ვერ შეძლო. თავის მხრივ საინტერესო კომენტარი გააკეთა ოლეკსანდრ უსიკმა, რომელმაც ჯოშუას მადლობა გადაუხადა, ხოლო გამარჯვება უკრაინელ ხალხსა და მის ქვეყანას მიუძღვნა. უსიკმა იმედი გამოთქვა, რომ ტაისონ ფიური დაბრუნდება და მას შეებრძოლება. "დარწმუნებული ვარ ტაისონ ფიურის კარიერა ჯერ არ დაუსრულებია. ფიურისთან ბრძოლა მსურს, ვფიქრობ ჩემთან დაპირისპირება მასაც სურს".

სხვა სტატიები