Belive

EJU: "დიდი შანსია, რომ ევროპის ჩემპიონატზე კვლავ ქართული ფინალი ვიხილოთ..."

6 თვის წინ სხვა
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ, ევროპის ძიუდოს კავშირი ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც თითოეული წონა არის განხილული.

90 კგ წონით კატეგორიაში კი ვარაუდობენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსად, ევროპის ჩემპიონატზე ქართული ფინალი უნდა შედგეს.

„ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს, ლუკა მაისურაძე წითელი არშიით ტიტულის დაცვას შეეცდება, თუმცა ყველამ იცის, რომ მსოფლიოს პირველ ნომერს სერიოზული კონკურენტები ჰყავს, მათ შორის გამორჩეული კი მისი თანამემამულე, ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაურია. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, რეიტინგის პირველი და მეორე ნომრები ერთმანეთს წელსაც ფინალში უნდა დაუპირისპირდნენ და საუკეთესო გამოავლინონ..."
- EJU

2023 წელს ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე ერთმანეთს უკვე 3-ჯერ დაუპირისპირდნენ. პირველი დაპირისპირება თბილისის გრანდ სლემის ფინალში შედგა, სადაც ლაშა ბექაურმა გაიმარჯვა.

მეორე ქართული დაპირისპირება კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაიმართა, სადაც გამარჯვებული ლუკა მაისურაძე იყო. მესამედ კი ქართული ფინალი ბუდაპეშტის მასტერსზე შედგა, სადაც გამარჯვებული კვლავ ლაშა ბექაური იყო.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მაისურაძე 90 კგ წონით კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულია. მაისურაძესთან ერთად 2023 წლის ევროპის ჩემპიონატს, მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ტატო გრიგალაშვილიც ხვდება.

სხვა სტატიები