Belive

EJU: "დაბრუნებაც ასეთი უნდა - ქართველები მსოფლიო ჩემპიონატისთვის საშიშები იქნებიან"

6 თვის წინ სხვა
1 წთ

17-18 მაისს, ესპანეთის ქალაქ ლა ნუსიაში, ძიუდოში, ევროპის ღია პირველობა მიმდინარეობს. ტურნირზე 41 ქვეყნის 432 სპორტსმენი იყო წარმოდგენილი. საქართველოდან შეჯიბრს მხოლოდ ლაშა ბექაური შეუერთდა ტრადიციულ 90 კგ წონით კატეგორიაში და ჩემპიონიც გახდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბექაურის მსგავსად, პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ტატამზე პირველად დაბრუნდა ნიკოლოზ შერაზადიშვილიც, რომელმაც ასევე ოქროს მედალი მოიპოვა.

ამ ფაქტს ძიუდოს ევროპის კავშირი გამოეხმაურა და ქართველებს სტატია მიუძღვნა.

"ორივე სპორტსმენისთვის ეს იყო პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ტატამზე პირველი დაბრუნება. ასეთი მიზნების გათვალისწინებით, თავისუფლად ასპარეზობა არასდროს არის ადვილი, გამარჯვების ზეწოლა ზოგჯერ დაუძლეველია ასეთი მოუთმენელი მაყურებლის წინაშე. მიუხედავად ამისა, ბექაურმა იბრძოლა -90 კგ წონით კატეგორიაში ფინალამდე, ხოლო შერაზადიშვილმა -100 კგ წონით კატეგორიაში და ორივე ტრიუმფით დაბრუნდა - დაბრუნებაც ასეთი უნდა, ისინი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობენ და ძალიან საშიშები იქნებიან" - ძიუდოს ევროპის კავშირი (EJU)

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 13-19 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.

ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულის მოპოვებას კარიერაში პირველად შეეცდება და იგი დიდ სამეულს შეკრავს (მსოფლიო, ევროპა და ოლიმპიადა), ნიკოლოზ შერაზადიშვილი კი მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ოქროს მედლის მოპოვებისთვის იბრძოლებს.

სხვა სტატიები