ძიუდოს განახლებული რეიტინგი - ქართველები რეიტინგში დაწინაურდნენ
3 წლის წინ
სხვა
3 წთ
-60 კგ
ჯაბა პაპინაშვილი, რომელმაც პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, -60 კგ წონით კატეგორიაში 8 პოზიციით დაწინაურდა და მე-18 ადგილზე გადაინაცვლა. ჯაბას ანგარიშზე 1820 სარეიტინგო ქულაა. სხვა ძიუდოისტების წარმატების გამო, მსოფლიო რეიგინგში 2 პოზიციით დაქვითდა ლუხუმ ჩხვიმიანი და 24-ე ადგილზე გადაინაცვლა (1678 ქულით).-66 კგ
ვაჟა მარგველაშვილი, რომელმაც პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ადგილზეა. მას 4060 ქულა აქვს და მესამე ადგილზე მყოფ მოლდოველ - დენის ვიერუს 164 ქულით ჩამორჩება.-73 კგ
პარიზის გრანდ სლემზე, -73 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა, ოლიმპიურმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა - ლაშა შავდათუაშვილმა, რომელიც ამ შეჯიბრზე მისთვის პირველი ოქროს მედალი არის. ამ გამარჯვებით, ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიო რეიტინგის პირველი ადგილი გაიმყარა და მეორე ადგილზე მყოფ მონღოლ - ცენდ-ოჩირ ცონგბაატარს 971 ქულით გადაასწრო. ამჯერად ლაშას ანგარიშზე 6215 სარეიტინგო ქულაა.-81 კგ
-81 კგ წონით კატეგორიაში, პარიზის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავა ტატო გრიგალაშვილმა, რომელიც სამწუხაროდ დამარცხდა, თუმცა ფინალში გასვლით მან სარეიტინგო ქულები მოიპოვა და -81 კგ წონითი კატეგორიის ლიდერობა დაიბრუნა. ტატომ ფინალში გასვლით და ქულების მოპოვების, მსოფლიოს ჩემპიონ - მატიას კასეს 142 ქულით გადაასწრო. ტატოს ანგარიშზე 6392 სარეიტინგო ქულაა.-90 კგ
მიუხედავად იმისა, რომ ბექა ღვინიაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე 1/4 ფინალში ბრძოლა დათმო და უმედლოდ დარჩა, მან სარეიტინგო ქულები მაინც მოაგროვა და მსოფლიო რეიტინგში 1 საფეხურით წინ წავიდა. ღვინიაშვილი ამჯერად მსოფლიო რეიტინგის მე-10 ნომერია და მის ანგარიშზე 2750 სარეიტინგო ქულაა. ლუკა მაისურაძე კი, რომელიც პარიზის გრანდ სლემზე 17 წამში დამარცხდა, მსოფლიო რეიტინგში 2 პოზიციით დაქვეითდა და მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. ლუკას ანგარიშზე 2000 სარეიტინგო ქულაა. ასევე შეგახსენებთ, რომ ამ წონითი კატეგორიის მეორე ადგილზე იმყოფება ლაშა ბექაური, რომელსაც 4430 სარეიტინგო ქულა აქვს.სხვა სტატიები
ტომა ნიკიფოროვი ევროპის ჩემპიონატიდან მოეხსნა
ლევან ყუფარაძე
3 წლის წინ სხვა
მარტის ბაშო | ლიდერთა სია
ზაზა კონცელიძე
3 წლის წინ სხვა