Belive

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი და ქართველების უპირატესობა რეიტინგში

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

25 აპრილს, ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის უპრესტიჟულესი ტურნირის დაწყებამდე 1 დღით ადრე, ევროპის ძიუდოს ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელი სტატია განთავსდა, სადაც ქართველი ძიუდოისტები, მთავარ ფავორიტებად არიან მოხსენიებული.

ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების მხრიდან განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს. ტატამზე ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს ვიხილავთ, რომელიც -90 კგ-ში უპირობო ლიდერია. ასევე განსაკუთრებულ სანახაობას ველით გიორგი ჯაბნიაშვილისგან, რომელმაც ავსტრიის გრან პრიზე მეორე ნომრად განთესილი უნგრელი კრისტიან ტოტი დაამარცხა.

-100 კგ-ში ქართველების დომინაცია გრძელდება. მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერ ილია სულამანიძესთან ერთად, აქ რამდენიმე დიდებულ მებრძოლს შევხვდებით. ძიუდოისტების განთესილი პოზიციების გათვალისწინებით, დიდია ალბათობა რომ 2023 წლის ფინალი განმეორდეს, მაგრამ ასევე არ დავივიწყოთ რამდენიმე ტალანტი. ზელიმ კოცოევი, მატვეი კანიკოვსკი და არმან ადამიანი მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ.

გურამ თუშიშვილი კვლავ მეორე ადგილზეა. თბილისის გრანდ სლემზე საჩემპიონო გამოსვლის შემდეგ, ევროპის ორგზის ჩემპიონი ზაგრებში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ამოცანა სულაც არაა რთულად შესასრულებელი. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ზაგრებში ლუკაშ კრპალეკსა და ტედი რინერს ვერ ვიხილავთ.

სხვა სტატიები