პორიემ ილიასთან ბრძოლა ითხოვა, მაგრამ უარი მიიღო
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
დასტინ პორიემ განაცხადა, რომ კარიერის ბოლო ჩხუბში ილიასთან ბრძოლა სურდა. როგორც ამერიკელი ამბობს, UFC-ს ბევრი არ უფიქრია და "ბრილიანტს" ამ მოთხოვნაზე უარი განუცხადეს.
როცა ილიამ თქვა, რომ 70 კილოგრამში ამოდიოდა UFC-ს მივწერე და ვუთხარი: "ჰეი, ამ ბიჭთან დაკავშირებით სიახლეები გამაგებინეთ. მითხრეს, რომ ჩვენი ჩხუბი არ შედგებოდა. - განაცხადა დასტინ პორიემ
შეგახსენებთ, რომ დასრინ პორიე კარიერას ასრულებს და ბოლოს ბრძოლას UFC 318-ზე გამართავს. მისი მოწინააღმდეგე საკმაოდ ნაცნობი მაქს ჰოლოუეი იქნება. "ბრილიანტი" და "დალოცვილი" ოქტაგონს მესამედ გაიზიარებენ. წინა ორ შემთხვევაში გამარჯვებული დასტინ პორიე გამოვიდა.