Belive

ტატო გრიგალაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი თბილისის გრანდ სლემს მოეხსნენ

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

24-26 მარტს, "თბილისი არენა" თბილისის გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც ამ დროისთვის 5 კონტინენტის, 62 ქვეყნის 424 სპორტსმენია რეგისტრირებული.

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრები ვარსკვლავური შემადგენლობით იასპარეზებს, თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ შეჯიბრამდე 2 დღით ადრე, შეჯიბრს საქართველოს ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი - ტატო გრიგალაშვილი მოეხსენენ.

ტატო გრიგალაშვილის შეჯიბრიდან მოხსნის მიზეზი მარცხენა მუხლის ტრავმაა, რომელიც მან იაპონიის შეკრებაზე მიიღო. ამ ეტაპისთვის უცნობია თუ რატომ მოეხსნა შეჯიბრს ვარლამ ლიპარტელიანი, თუმცა ცნობილია, რომ კაპიტნის შეჯიბრიდან მოხსნის შემდეგ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობას გიორგი ბერიაშვილი დაემატა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემი 24 მარტს 10:00 საათიდან აიღებს სტარტს და 3 დღის განმავლობაში, 26 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე

სხვა სტატიები