Belive

ლაშა გუჯეჯიანი: "ჩვენი მთავარი მიზანი რეკორდებია..."

11 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

7-14 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას.

მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, Belive საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს - ლაშა გუჯეჯიანს გაესაუბრა.


გუნდის მომზადებით თუ ხართ კმაყოფილი, მსოფლიო ჩემპიონატის წინ, როგორ ფორმაშია ნაკრები?!

"მსოფლიო ჩემპიონატის წინ შეკრებამ ბრწყინვალედ ჩაიარა. ნაკრების თითოეული წევრი ოპტიმალურ ფორმაში იმყოფება. საბოლოო ჯამში ნაკრების მომზადებით კმაყოფილი ვარ..."

როგორც მოგეხსენებათ ტატო გრიგალაშვილმა იაპონიაში სავარჯიშო წვრთნებზე ტრავმა მიიღო, რის გამოც მას თბილისის გრანდ სლემის გამოტოვება მოუწია. ჩვენი ერთ-ერთი კითხვა სწორედ მის, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის - ტატო გრიგალაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იყო დასმული.

"დიახ, ტატომ ტოკიოში ფეხი დაიზიანა, რის გამოც თბილისის გრანდ სლემის გამოტოვება მოუწია. ტატო ახლა კარგად გრძნობს თავს, საბრძოლველად და ტიტულის დასაცავად სრულ მზადყოფნაშია."

ელოდებით თუ არა მედლების რეკორდს, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე?

"დიახ, როგორც ყველგან და ყოველთვის, ჩვენი მთავარი მიზანი რეკორდები იქნება. იმდენად ძლიერი ნაკრები გვყავს, რომ ამის ფიქრის ლეგიტიმური უფლება მაქვს."

ცნობილია, რომ გუნდურ შეჯიბრზეც მივიღებთ მონაწილეობას - როგორი იმედები გაქვთ?!

"დიახ, ბოლო წლებია კვლავ ვიღებთ მონაწილეობას გუნდურ შეჯიბრებზე, რატომაც არა. დიდი იმედი მაქვს, რომ ღირსეულად ვიბრძოლებთ და სხვა გუნდებს თავის ტკივილს გავუჩენთ და დავძაბავთ..."


დღეს, 5 მაისს ქართველი ძიუდოისტები დოჰაში გაემგზავრნენ, სადაც 2 დღის განმავლობაში მოთელვით ვარჯიშებს გაივლიან და 7-ში კი მსოფლიო ჩემპიონატი აიიღებს სტარტს.

სხვა სტატიები