მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - ლაშა შავდათუაშვილი, ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში გავიდა.
შავდათუაშვილმა 1/4 ფინალში კანადელი მეტოქე გოლდენ სქორში იპონით დაამარცხა და ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე, სამხრეთ კორეელი - ჩანგრიმ ანსი იქნება.
ნახევარფინალური ეტაპი, თბილისის დროით 12:00 საათიდან დაიწყება.