Belive

იაპონური მედია - ქართველმა პარაოლიმპიელმა ძიუდოისტმა ტოკიოში სასტუმროს დაცვას სცემა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
იაპონური მედიის ინფორმაციით, ქართველმა პარაოლიმპიელმა ძიუდოისტმა, ტოკიოში სასტუმროს დაცვის თანამშრომელს სცემა. ინფორმაციას ადასტურებს იაპონური პოლიცია, მათი თქმით ქართველი პარაოლიმპიელი ძიუდოისტი თავს დაესხა ერთ-ერთი სასტუმროს დაცვის თანამშრომელს. ტოკიოს პოლიციაში საქართველოს პარალიმპიური გუნდის წევრზე საქმე უკვე აღიძრა. ჯერჯერობით უცნობია ძიუდოისტის ვინაობა, მას იაპონური პოლიცია არ ასახელებს, თუმცა მათი ცნობით, სასტუმროს დაცვის თანამშრომელს, სხეულზე სერიოზული დაზიანებები აქვს მიყენებული. როგორც ირკვევა, საქართველოს პარალიმპიური ნაკრების ერთ-ერთი წევრს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა და ამის გამო ქართველი პარაძიუდოსტები ჰანედას აეროპორტის სიახლოვეს მდებარე სასტუმროში, კარანტინტში მოათავსეს. შემთხვევა სწორედ იქ, 12 აგვისტოს, დილით მოხდა. ქართველ პარასპორტსმენებს სასტუმროს დაცვის თანამშრომელმა შენიშნვა ხმაურის გამო მისცა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. ქართველმა პარაძიუდოისტმა ბრალი აღიარა და აღნიშნა, რომ ის და მისი თანაგუნდელები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ეწევათ ქართველ პარაძიუდოისტებს. იაპონიის დედაქალაქში პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოს აიღებს სტარს და 5 სექტემბერს დასრულდება.

სხვა სტატიები