Belive

ძიუდოში 2018 წლის საბოლოო რეიტინგები გამოქვეყნდა: 4 ქართველი TOP 10-ში

5 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
გუანჯოუს მასტერსით დასრულდა ძიუდოს 2018 წლის სეზონი. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, წლის საბოლოო რეიტინგი გამოაქვეყნა. ვაჟთა შორის 7 წონიდან 2 წონაში ქართველები ლიდერობენ: -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზეა საქართველოს ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი, +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი პირველ ადგილს იკავებს საქართველოს ისტორიაში მესამე მსოფლიოს ჩემპიონი - გურამ თუშიშვილი, რომელმაც ძალიან კარგი და წარმატებული სეზონი ჩაატარა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გურამ თუშიშვილმა საერთო ჩათვლაშიც მოიგო და ყველაზე მეტი ქულის დაგროვება მოახერხა - 7 202 ქულა  და მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენის ტიტული მოიპოვა. გთავაზობთ ძიუდოს 2018 წლის TOP 10 ძიუდოისტს საერთო ჩათვლაში, სადაც 3 ქართველია, ხოლო 1 წარმოშობით ქართველი, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს. 1.გურამ თუშიშვილი (საქართველო) -  7 202 ქულა 2.რიუჯი ნაგაიამა (იაპონია) - 6 970 ქულა 3.ჰიფუმი აბე (იაპონია) - 6 800 ქულა 4.საეიდ მოლაია (ირანი) - 6 693 ქულა 5.ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო) - 6 558 ქულა 6.სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია) -  6 440 ქულა 7.ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი)  -5 819 ქულა 8.მიხაილ კორელი (ჰოლანდია) - 5 706 ქულა 9.ნაოიშა ტაკატო (იაპონია) - 5 700 ქულა 10.ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) - 5 451 ქულა

სხვა სტატიები