ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა
4 წლის წინ
ქართული სპორტი
3 წთ
-60 კგ
მიუხედავად იმისა, რომ -60 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი არ ჰყავდა, მსოფლიო რეიტინგში ლუხუმ ჩხვიმიანი ორი პოზიციით ჩამოქვეითდა და მეათე ადგილზე გადაინაცვლა. ლუხუმიც აქტივში 4792 სარეიტინგო ქულაა. ამ წონით მეორე ადგილზე გადაინაცვლა რუსეთის სახელით მოასპარეზე - იაგო აბულაძემ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. იაგო აბულაძის მონაგარი 6293 სარეიტინგო ქულაა და იგი 9 პოზიციით დაწინაურდა (მე-11 ადგილიდან გადაინაცვლა მე-2 ადგილზე).-66 კგ
-66 კგ წონით კატეგორიაში ერთი პოზიციით დაქვეითდა ვაჟა მარგველაშვილი, რომელმაც მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა (5885 ქულა). სამი ადგილით დაწინაურდა და მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი გახდა იაპონელი - ჯოშირო მარუიამა (6950 ქულა).-73 კგ
-73 კგ წონით კატეგორიაში დიდი წინსვლა გვაქვს. 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ევროპის ჩემპიონმა და ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონმა - ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვებით დიდი წინსვლა განიცადა და 9 საფეხურით წინ წავიდა. მე-12 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა და 5825 ქულა აქვს.