Belive

დვალიშვილს წლის საუკეთესო მებრძოლის ჯილდო 16 ივლისს გადაეცემა

4 თვის წინ სხვა
1 წთ

შაბათს საღამოს, UFC ნეშვილის ტრანსლაციის დროს გამოცხადდა, რომ მერაბ დვალიშვილმა 2025 წლის ESPY წლის მებრძოლის ტიტული მოიპოვა. „მანქანამ“ ნომინანტთა სიას აჯობა, რომელთა შორისაც იყვნენ: ჩემპიონი კაილა ჰარისონი, საშუალო წონის მეფე დრიკუს დუ პლესი და მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ისლამ მახაჩევი.

2025 წლის ESPYS-ის დაჯილდოება 16 ივლისს, ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართება და მას კომიკოსი და მსახიობი შეინ გილისი წაიყვანს. 2024 წელს ეს პატივი შონ ო’მალიმ მიიღო. ჯილდოები მოიცავს პერიოდს 2024 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 20 ივნისის ჩათვლით.

დვალიშვილს UFC-ში 13-ბრძოლიანი მოგებათა სერია აქვს. ქართველმა ქამარი გასული წლის სექტემბერში, "UFC ნოჩეზე" ო’მალის წაართვა, შემდეგ კი ეს ქამარი იანვარში, UFC 311-ზე, ხუთრაუნდიანი გადაწყვეტილებით დაიცვა და აქამდე დაუმარცხებელ უმარ ნურმაგომედოვს აჯობა. ბოლოს მან ო’მალი UFC 316-ზე რემატჩის მესამე რაუნდში დაამარცხა.

სხვა სტატიები