Belive

დვალიშვილი იანზე: ,,ხელით ლაჩრულად შემეხო''

1 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი, პირისპირ დგომისას პიოტრ იანთან დაპირისპირებას სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა:

,,იანს ჟურნალისტებთან ერთად საუბარი ვთხოვე, რადგან პრესკონფერენცია არ გვქონია, რაზეც დამთანხმდა და მითხრა, რომ გველაპარაკა ყველაფერზე, გარდა ოჯახისა.

ჟურნალისტი დაუკავშირდა მან კი უარი განაცხადა... სასტუმროში მასთან პირადად მივედი და ამჯერად საუბარზე უარი მითხრა, რადგან იცის, რომ ჩემთან ლაპარაკი არ შეუძლია. შემდეგ ამბობდა, რომ მხოლოდ საკუთარი თავის რეკლამირება მინდოდა. პირისპირ დგომისას არაპროფესიონალურად მოიქცა, არ მიყურებდა, როგორც კაცი კაცს, და ხელით ლაჩრულად შემეხო. ოქტაგონზე შევხვდებით!'' - წერს დვალიშვილი სოციალურ ქსელში.

დვალიშვილისა და იანის შეხვედრა ხვალ, გამთენიისას, 05:00 საათზეა ჩანიშნული. ქართველისა და რუსი მებრძოლის დაპირისპირება UFC Vegas 71-ის მთავარი ბრძოლა იქნება.

სხვა სტატიები