"დრიკუსის მწვრთნელი ხამზატის მიწაზე დამარცხებას გეგმავდა" - ალან ნასიმენტუ
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC 319-ზე ხამზატ ჩიმაევის კიდევ ერთი დომინანტური გამოსვლა ვნახეთ. გაერთიანებული საემიროების სახელით მოასპარეზე მებრძოლმა დუ პლესი გაანადგურა. საკუთარი საჭიდაო უნარებით ჩიმაევმა დრიკუსს შანსი არ დაუტოვა და ჩემპიონის ქამარიც წაართვა.
ბრძოლის შემდეგ, ხამზატის მწვრთნელი ამბობდა, რომ დუ პლესის გუნდის წევრი ჩიმაევის მიწაზე დამარცხებას გეგმავდა. ნასიმენტუს თქმით, სამხრეთ აფრიკელმა ეს ადამიანი მისი გუნდიდან უნდა გაუშვას.
მისი მწვრთნელი ამბობდა, რომ დუ პლესის მიწაზე ბრძოლა სურდა და ხამზატს იქ დაამარცხებდა კიდეც. ჩუმად ვიყავი. ვფიქრობ, ვინც დრიკუსს მიწაზე ბრძოლისთვის ამზადებდა, სამსახურიდან უნდა გაუშვან. საუბრის დრო ახლაა. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად ვიყავი. მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი და ერთი სიტყვაც არ მითქვამს. - განაცხადა ალან ნასიმენტუმ