Belive

დიეგო ლოპესი: 'ისლამი ისე ღელავს ილიას კრივზე, ავიწყდება ჭიდაობაც რომ იცის'

4 თვის წინ სხვა
1 წთ

მას შემდეგ, რაც ილია თოფურიამ UFC 317-ზე ჩარლზ ოლივეირა ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ის მსუბუქი წონის ვაკანტური ქამარი მოიპოვა, ბევრმა, მათ შორის UFC-ის ოფიციალურმა რეიტინგმა, P4P-ის პირველ ადგილზე ილია გადაიყვანა, ისლამ მახაჩევი კი ჩამოაქვეითა. დიეგო ლოპესი, UFC-ის ქვემსუბუქი ტიტულის პრეტენდენტი ფიქრობს, რომ თოფურიასთვის ამ ადგილის მინიჭება სამართლიანი და დამსახურებულია.

ვფიქრობ, რომ ბოლო სამი გამარჯვების წყალობით, თოფურია იმსახურებს ამ ადგილს. საქმე მოწინააღმდეგეების დონეშია. არ ვცდილობ ისლამის დამსახურების დაკნინებას - მან დასტინ პორიე, ჩარლზ ოლივეირა და რენატო მოიკანო დაამარცხა, მაგრამ მემკვიდრეობაზე საუბრისას, ის ადამიანები, ვინც თოფურიამ დაამარცხა, გაცილებით მაღლა დგანან.

ილია პრობლემაა. მან ბევრად მეტი იცის, ვიდრე უბრალოდ კრივი. მან იცის ჭიდაობა, რამაც შეიძლება ისლამს პრობლემები შეუქმნას. აქვე ვიტყვი, რომ შესაძლოა, ილიაც გაოცდეს მახაჩევის დგომში ჩხუბით. ერთი რამ აშკარაა, მახაჩევი იმდენად ღელავს თოფურიას კრივზე, რომ მის ჭიდაობას არასაკმარისად აფასებს. ამ ბრძოლაში შანსები 50-50-ზეა. - განაცხადა დიეგო ლოპესმა

ჩარლზის გათიშვამდე ილიამ ნოკაუტით დაამარცხა მსუბუქი წონის ლეგენდები: მაქს ჰოლოუეი და ალექსანდრ ვოლკანოვსკი. ლოპესმა აღიარა, რომ ოლივეირას გულშემატკივარია და იცოდა, რომ ნოკაუტი მოსალოდნელი იყო, თუმცა მაინც სხვნაირ შედეგზე ოცნებობდა.

სხვა სტატიები