Belive

"დიდწილად ეს განათებების ბრალი იყო" - ტიმ უელში

6 თვის წინ სხვა
1 წთ

მოგეხსენებათ, რომ მერაბ დვალიშვილმა თავისი ჩემპიონის ქამარი შონ ო'მალის წინააღმდეგ მოიპოვა. Sphere-ში გამართული ღონისძიება მერაბისა და შონის ბრძოლამ დახურა. მიუხედავად იმისა, რომ ეს საღამო ყველასთვის სანახაობრივი იყო, ო'მალის მწვრთნელის თქმით, Sphere-ის განათებებმა გამარჯვებაში ხელი შეუშალეს.

ბრძოლას შენელებულ რეჟიმში ბევრჯერ ვუყურე. უამრავი დარტყმა იყო, რომელიც სანტიმეტრებით აცდა. მათ ჩხუბის მიმდინარეობის მნიშვნელოვნად შეცვლა შეეძლოთ. ვფიქრობ, ეს დიდწილად განათებების ბრალია. - განაცხადა ტიმ უელშმა

შეგახსენებთ, რომ სულ მალე მერაბისა და შონის მეორე ჩხუბს ვიხილავთ. ამჯერად მათი დაპირისპირება ნიუ ჯერსიში, 8 ივნისს ჩაინიშნა.

სხვა სტატიები