დათუნაშვილი სამაგალითოდ დასაჯეს - მას მსოფლიოსა და ოლიმპიური მედლები ჩამოართვეს
სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) საბოლოო, განაჩენი გამოიტანა და ზურაბ დათუნაშვილს უმძიმესი სანქცია დააკისრა.
34 წლის სპორტსმენს, სერბეთის სახელით მოპოვებული ყველაზე დიდი ტიტულები ჩამოართვეს - მას ბრალი შარდის ჩანაცვლებასა (2021 წელს, ტოკიოს ოლიმპიადის წინ) და შემდეგ უკვე გაყალბებაში (2022 წელს) დოპინგ-კონტროლის გამოტოვების დასაფარად "ფეიკ ვიდეოს" გამოყენება ედება.
შედეგად, გაუუქმდა და ჩამოერთვა ტოკიოს ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული (2021) და მეორე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული (2022). მას მხოლოდ 2021 წლის ევროპის ჩემპიონობა შეუნარჩუნდა.
დათუნაშვილმა კარიერა 2023 წელს დაასრულა, თუმცა მას მაინც 5-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და როგორც სპორტსმენს, ეს ყველაფერი ხელს ვეღარ შეუშლის, მაგრამ მისი ტიტულები და მიღწევები ოფიციალურად გაუქმებულია.
The ITA reports that the Court of Arbitration for Sport has dismissed the appeal filed by Serbian Wrestler Zurabi Datunashvili against the decision rendered by the Anti-Doping Division of the Court of Arbitration for Sport on 19 September 2024.
— International Testing Agency (@IntTestAgency) November 21, 2025
▶️ https://t.co/m7XWMpYhRu pic.twitter.com/EHpcVUWJQZ
შეგახსენებთ, რომ ზურაბ დათუნაშვილი ქართველი მოჭიდავეა, რომელიც საქართველოს სახელით 2-ჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, შემდეგ კი პირადი დაპირისპირების გამო ქვეყანა დატოვა და ასპარეზობა სერბეთის სახელით გააგრძელა, სადაც ზედიზედ 2-ჯერ შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება (2021 და 2022 წლებში), ასევე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2024 წელს კი კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.