Belive

"დარწმუნებული ვარ პირველ რაუნდში დავაფინიშებ" - ილია თოფურია

8 საათის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურია გეიჯისთან ჩხუბს ჩვეული განწყობით ხვდება. "მატადორი" დარწმუნებულია, რომ ჯასტინს მისთვის დასაპირისპირებელი იარაღი არ აქვს. წინა ბრძოლების მსგავსად ილია თვლის, რომ ამ ჩხუბსაც პირველ რაუნდში დაასრულებს.

ტექნიკურად, უნარების მხრივ, მას ჩემზე ბევრად დაბლა ვხედავ. ხალხი იტყვის ქედმაღალიაო, მაგრამ საპირისპირო დამიმტკიცეთ... ეჭვი მეპარება, ჩემს წინააღმდეგ რამის გაკეთება შეძლოს. მისთვის გამარჯვების ვერანაირ გზას ვერ ვხედავ. დარწმუნებული ვარ, პირველივე რაუნდში დავაძინებ. - ამბობს ილია თოფურია

შეგახსენებთ, რომ ილიას და ჯასტინის ჩხუბი თეთრი სახლის მთავარი დაპირისპირება იქნება. ეს ისტორიული ღონისძიება 15 ივნისსაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები