დანა უაითმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც შესაძლოა ნურმაგომედოვი ოქტაგონს დაუბრუნდეს
4 წლის წინ
სხვა
2 წთ
"ხაბიბმა ყველაფერს მიაღწია, რაც სურდა, თუმცა მე მას ველაპარაკე, ის თვლის, რომ ოლივეირა მშვენივრად გამოიყურებოდა ფერგიუსონის წინააღმდეგ. შემდეგ შაბათს მაკგრეგორისა და პორიეს ბრძოლა შედგება, ასევე ჩენდლერისა და ჰუკერის". "მან მითხრა, რომ ის აპირებს აბ ბრძოლების ნახვას და თუ რომელიმე მათგანს თვალს ვერ მოწყვეტს, თუ რომელიმე მათგანი შეძლებს მის განცვიფრებას, ეს მას დაბრუნებას და კვლავ ბრძოლას გადააწყვეტინებს". "ასე რომ, წინ ორი ბრძოლა, თუ მებრძოლები რაიმე განსაკუთრებულს შემოგვთავაზებენ , ხაბიბი მათთან იბრძოლებს".კონორ მაკგრეგორი UFC-ის ოქტაგონს 24 იანვარს დასტინ პორიესთან ბრძოლით დაუბრუნდება.