Belive

ჩიმაევი პირველად დამარცხდა - სტრიკლენდი ჩემპიონია!

6 საათის წინ სხვა
1 წთ

ყოფილი სპარინგპარტნიორები, რომელთა შორისაც უდიდესი მეტოქეობა გაჩნდა - UFC328-ის მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს საშუალო წონის ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი და ყოფილი ჩემპიონი, შონ სტრიკლენდი უპირისპირდებოდნენ.

ბრძოლამდე მათი ერთმანეთთან დამოკიდებულება უკიდურესად დაძაბული იყო და პირისპირ დგომებისას ჩიმაევმა სტრიკლენდს საზარდულის არეშიც ჩაარტყა. თავის მხრივ, ამერიკელი არ აკლებდა ქსენოფობიური და დამამცირებელი კომენტარების გაკეთებას.

ამ შეხვედრაში ფავორიტად კავკასიელი მებრძოლი ითვლებოდა, თუმცა სტრიკლენდმა გააოცა მაყურებელი და ბრწყინვალე ბრძოლა შემოგვთავაზა. აღსანიშნავია, რომ ჩიმაევმა პირველი რაუნდი ულაპარაკოდ მოიგო (პირველივე შესვლით წააქცია და თითქმის 4 წუთი აკონტროლა მეტოქე), მაგრამ შემდეგ რაუნდებში არჩია ბრძოლა ფეხზე წარმართულიყო, რაშიც აშკარა პროგრესი დაგვანახა, თუმცა საბოლოოდ, მსაჯებმა სტრიკლენდს მეტი მნიშვნელოვანი დარტყმა დაუთვალეს.

დაუმარცხებელმა ხამზატ ჩიმაევმა პირველად გაიგო წაგების გემო, ხოლო სტრიკლენდმა საშუალო წონის ჩემპიონის ქამარი დაიბრუნა.

სხვა სტატიები