Belive

ჩიმაევი მეტოქის გარეშე რჩება | ხამზატს დოლიძე იწვევს

7 თვის წინ სხვა
1 წთ

სოციალურ ქსელში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, პაულო კოსტა ხამზატ ჩიმაევთან ბრძოლას ჩაეხსნა. ბრაზილიელმა ბრძოლამდე 3 კვირით ადრე იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა, თუმცა, ამას მალავდა. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა დაზიანებული და ნაოპერაციები ხელის ფოტოები. თავად პაულო არაფერს ამბობს, მაგრამ დიდი ალბათობით, ის ხამზატთან ვეღარ იბრძოლებს. 

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე რომან დოლიძემ ჩიმაევს საკუთარი თავი შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ ქართველს 3 დეკემბერს ჯარედ კანონიერთან აქვს ბრძოლა ჩანიშნული.

სხვა სტატიები