Belive

"ჩემპიონი მე მიწვევდა და სატიტულო ბრძოლა მაინც სხვას მისცეს" - ჯასტინ გეიჯი

4 თვის წინ სხვა
1 წთ

ESPN MMA-სთან საუბრისას ჯასტინ გეიჯიმ უკმაყოფილება გამოხატა. მისი თქმით, საჩემპიონო ბრძოლა ოლივეირასთვის არ უნდა მიეცათ. ამერიკელი თვლის, რომ თუ UFC პირდაპირ ილიასთან ბრძოლას არ მისცეს, ჩათვლის რომ ორგანიზაციას აღარ სჭირდება.

თუ უნდათ, რომ საჩემპიონო ბრძოლამდე პადის გზა გავიარო, ვერ დავიჯერებ, რომ მათ კიდევ ვჭირდები. ჩემპიონი ბრძოლაში მიხმობდა, ქამარი დათმო და ჩემს ნაცვლად ბიჭი ჩასვეს, რომელსაც ბოლო ოთხი ჩხუბიდან ორი წაგება აქვს. თუ მათი გეგმა ისაა, რომ გამომიყენონ იქამდე სანამ არ მცემენ, მაშინ კიდევ ერთხელ უნდა გადავავლო თვალი აქ რას ვაკეთებ. - ჯასტინ გეიჯი

ილია თოფურია მის პოტენციურ მეტოქეთა შორის ჯასტინ გეიჯისაც განიხილავს. არმან ცარუკიანის შემდეგ, რეიტინგით ჩემპიონთან ყველაზე ახლოს სწორედ გეიჯია. ის მსუბუქ დივიზიონში მეხუთე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები