Belive

"ჩემი აზრით, თოფურია პიმბლეტს გათიშავს" - მატეუშ გამროტი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

მატეუშ გამროტმა ილიასა და პადის შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა. პოლონელს ბევრი არ უფიქრია და თქვა, რომ ილია პიმბლეტს გათიშავს. მისი თქმით, თოფურია პადის მიწაზეც დაჩაგრავს.

შეიძლება პადი დიდი სახელი არ არის, მაგრამ ძალიან პოპულარულია. შეიძლება საჩემპიონო ჩხუბი მიიღოს კიდეც. მისი და ილიას ბრძოლა საინტერესო იქნება, მაგრამ ილია დაანოკაუტებს. პადის ნიკაპი ყოველთვის ზევითაა. თოფურიამ საკუთარი ჯიუ-ჯიცუს უნარები ოლივეირასთან კარგად აჩვენა. როცა მისი ვარჯიშის ვიდეოებს ვხედავ, ვრწმუნდები, რომ კარგი ჯიუ-ჯიცუ აქვს. ჩემი აზრით, ილია პადის დაანოკაუტებს. - განაცხადა მატეუშ გამროტმა

შეგახსენებთ, რომ პადი პიმბლეტი ილიას პოტენციურ მეტოქეთა შორის ერთ-ერთია. თოფურიას სავარაუდო მეტოქედ ჯასტინ გეიჯიც სახელდება.

სხვა სტატიები