Belive

CFFC NextGen | 18 წლის ქართველი მებრძოლის გამარჯვება პრესტიჟულ ორგანიზაციაში | VIDEO

6 საათის წინ სხვა
1 წთ

18 წლის ქართველი მებრძოლის, ნიკოლოზ ბარელაძის შესახებ, ჩვენს რუბრიკაში "ახალი თაობა" გესაუბრეთ, სადაც ნიკოლოზის ინტერვიუ გამოქვეყნდა.

ის უკვე რამდენიმე წელია რაც აშშ-ში ცხოვრობს და ამ ეტაპზე, სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ ტურნირებზე ასპარეზობს - ნიკოლოზს გრეპლინგის ტურნირები აქვს მოგებული და გასულ წელს კრივშიც მოსინჯა საკუთარი ძალები, სადაც პირველივე ბრძოლაში შეძლო გამარჯვება, ხოლო 7 ნოემბერს მისი დებიუტი MMA-ში შედგა.

ქართველმა მებრძოლმა პრესტიჟული ორგანიზაციის რვაკუთხედიც გამარჯვებულმა დატოვა. CAGE FURY-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე (CFFC NextGen) ნიკოლოზ ბარელაძე შონ იანგს დაუპირისპირდა და 3-რაუნდიანი სადებიუტო ბრძოლა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით მოიგო.