Belive

ბუფონი: "50 წლამდე ვითამაშებ..."

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "პარმას" ლეგენდარული მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი 28 იანვარს 44 წლის გახდა. მან საკუთარ დაბადების დღეზე, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებისგან მილოცვა მიიღო, თუმცა 44 წლის ლეგენდარულმა მეკარემ მილოცვისთანავე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი ფეხბურთიდან წავსლა ჯერ ადრეა და 50 წლამდე ითამაშებს.
"50 წლამდე თამაშს ვაპირებ და ვითამაშებ კიდეც. თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მზად ვარ როგორც პარმას, ასევე იტალიის ეროვნულ ნაკრებს კარიერის ბოლომდე დავეხმარო. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თუ ვერ შეძლებს იტალიის ეროვნული ნაკრების გასვლას, არც ეს იქნება ჩემთვის პრობლემა, მოვიცდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის და იქ ვითამაშებ..." 
ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერა სწორედ იმ კლუბში დაიწყო ("პარმა") სადაც ახლა ირიცხება. "პარმას" შემადგენლობაში 1995-2001 წლებში ირიცხებოდა, სადაც 168 მატჩი ჩაატარა. 2001 წელს "იუვენტუსში" გადავიდა, სადაც 2018 წლის ჩათვლით თამაშობდა და საერთო ჯამში 509 მატჩი ჩაატარა. "იუვენტუსიდან" "პსჟ"-ში გადავიდა, თუმცა მხოლოდ 17 მატჩი ითამაშა და კვლავ "ბებერ ქალბატონში" დაბრუნდა. საბოლოოდ, 2021 წლის ზაფხულში, ჯიჯი "პარმაში" დაბრუნდა.

სხვა სტატიები