Belive

"ბრძოლას დავესწრები, რომ ვნახო შემდეგში ვის გავანადგურებ" - მერაბ დვალიშვილი

5 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, UFC-მ მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო ბრძოლა არ ჩაუნიშნა. "მანქანა" ო'მალისთან შეხვედრას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა, ამაოდ. დვალიშვილის ნაცვლად, ჩემპიონის ქამარზე რეიტინგის მე-6 ნომერი მარლონ ვერა იბრძოლებს.

MMA-ს გულშემატკივრების გარკვეულმა ნაწილმა ამის გამო UFC დიდი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. ბევრი ფიქრობს, რომ დანა უაითი მერაბს უსამართლოდ მოექცა.

მიმდინარე მოვლენებს თავად დვალიშვილიც გამოეხმაურა და ამ ყველაფერს სისულელე უწოდა.

სისულელის პიკი. იქ ვიქნები, რომ ვნახო შემდეგში ვის გავანადგურებ. - წერს მერაბი საკუთარ სოციალურ ქსელში

როცა ცხადი გახდა, რომ დვალიშვილი ქამრისთვის ბრძოლას ვერ მიიღებდა, მან ალტერნატიული გზა გამონახა და ჰენრი სეხუდოს გამოწვევა გადაწყვიტა. დვალიშვილმა ჰენრის სოციალურ ქსელში ვიდეოც მიუძღვნა. თავის მხრივ უპასუხა ყოფილმა ჩემპიონმაც და უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი დაპირისპირება მალე შედგება.


სხვა სტატიები