Belive

ბრაზილიელი გულშემატკივრები სან პაულოს ტრასაზე შეჭრას ცდილობდნენ

6 თვის წინ სხვა
1 წთ

ფორმულა 1-ის სტიუარდებმა მკაცრად გააკრიტიკეს ბრაზილიის გრან პრის ორგანიზატორები. კრიტიკა გულშემატკივრების ტრასაზე უნებართვოდ შესვლას მოჰყვა, რამდენიმე ადამიანი ტერიტორიაზე იმ დროს ცდილობდა შეღწევას, როცა ბოლიდებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გადაკვეთილი ფინიშის ხაზი.

ბრაზილიური ვებსაიტის Metrópoles-ის მიერ ინტერნეტში გაზიარებული კადრები გვიჩვენებს, რომ რამდენიმე აჟიტირებული გულშემატკივარი დაცვის თანამშრომლებს არ ემორჩილება და ღობეებზე ძვრება, რათა ტრასასთან რაც შეიძლება ახლოს მივიდეს.

სტიუარდებმა დაადგინეს, რომ "მაყურებელთა დიდმა ჯგუფმა მოახერხა უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა, რომლებიც არ იყო აღსრულებული და/ან იყო არასაკმარისი, შემთხვევამ შექმნა სახიფათო გარემო მაყურებლისთვის და მძღოლებისთვის“.

SPF1-მა (რბოლის ორგანიზატორები) გულწრფელად აღიარა წარუმატებლობა პროტოკოლისა და უსაფრთხოების ზომების თვალსაზრისით, SPF1 დაეთანხმა FIA-ს სპორტულ დელეგატს და რბოლის დირექტორის მოხსენებას, რომ მსგავსი შემთხვევა მართლაც მოხდა და მსგავს გარემოებას, შესაძლოა, დამღუპველი შედეგები მოჰყოლოდა.

სტიუარდებმა ორგანიზატორებისგან იანვრის ბოლომდე მოითხოვეს გეგმა, რომელმაც მომავალში მსგავსი სიტუაციები უნდა აღმოფხვრას. თავად ორგანიზატორებმა კი პირობა დადეს, რომ ისინი ჩაატარებენ საფუძვლიან გამოძიებას და მიიღებენ შესაბამის ზომებს ყველა დამნაშავის წინააღმდეგ.

სხვა სტატიები