"ბევრად უარესი დაემართება ვიდრე პირველ ბრძოლაში" - ჯონ ვუდი უმართან პოტენციურ ბრძოლაზე
მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენი დაამარცხა და უკვე დაიწყო საუბრები მისი მომავალი მეტოქის შესახებ. თავად მერაბი ყველაზე დამსახურებულად იანს თვლის, თუმცა, ფანები უმართან რევანშს ახსენებენ. დვალიშვილის მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ უმარს თავად არ უნდა უნდოდეს განმეორებითი ბრძოლა.
ჩემი აზრით, მერაბი უმარს დააფინიშებს, გაანადგურებს. ბევრად უარესი დაემართება ვიდრე პირველ ბრძოლაში. უმართან ჩხუბში ყველაზე ცუდ ფორმაში მყოფი მერაბი ნახეთ. ეს ყველაზე არაჯანსაღი, ავადმყოფი და დაზიანებული მერაბი იყო, რომელიც მინახავს. ხელი, ზურგი, ნეკნები, წვივები, სტაფის ინფექცია და მაინც გაუმკლავდა.
დამიჯერეთ, გაბრაზებული მერაბის ნახვა არ გესიამოვნებათ, რადგან მას საერთოდ არ მოსწონს ის, რასაც უმარის მხარე ამბობს. ვფიქრობ, მეორე ბრძოლა ბევრად სასტიკი იქნება და მერაბი ოქტაგონიდან ფინიშის გარეშე არ გამოვა. - განაცხადა ჯონ ვუდმა
Merab’s coach John Wood says Umar is about to face a whole new level of aggression 😳🔥
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) October 6, 2025
"I think Merab finishes Umar, destroys Umar — it’s way worse for Umar. That was the worst Merab that you’ve ever seen [in the Umar fight]. That was the most unhealthy, sick, injured Merab… pic.twitter.com/9JYOQeLGsM
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა, რაც ორგანიზაციის ისტორიაში მე-3 საუკეთესო შედეგია. ლეგენდარული ანდერსონ სილვას რეკორდის გამეორებამდე მერაბს მხოლოდ 2 გამარჯვება სჭირდება.