betlive Racing Season 2025 იწყება
5-6 აპრილს დრიფტის 5-ეტაპიანი ჩემპიონატის 2025 წლის სეზონი აიღებს სტარტს. „betlive Racing Season 2025“-ის ფარგლებში, ქვეყნის საუკეთესო დრიფტერები, რუსთავის ავტოდრომზე შეიკრიბებიან და საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებელ ბრძოლაში ჩაებმებიან.
betlive-სა და Georgian Drift Series-ის კოლაბორაციით, ივენთების სერია „betlive Racing Season“ მთელი წლის განმავლობაში აქტიურად წარიმართება. ივენთები ჩატარდება, როგორც თბილისში, ასევე, სხვადასხვა ქალაქში.
სეზონის პირველს რბოლას რუსთავის ავტოდრომი უმასპინძლებს. 5 აპრილს საკვალიფიკაციო რბოლები გაიმართება, ხოლო 6-ში ფინალური ეტაპი შედგება, რომელიც რუსთავის ავტოდრომზე შეკრებილი გულშემატკივრის მოლოდინს აუცილებლად გაამართლებს.
betlive-სა და Georgian Drift Series-ის დამეგობრების შედეგად, გასულ წელს , „betlive Racing Season 2024“-ზე ავტოსპორტის მოყვარულებმა მაქსიმალური ადრენალინი გამოიმუშავეს და სანახაობრივი დაპირისპირებით უდიდესი სიამოვნება მიიღეს. მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ორგანიზატორები გვპრიდებიან, რომ „betlive Racing Season 2025" კიდევ უფრო მასშტაბური და სანახაობრივი იქნება.
რაც შეეხება ფავორიტებს - „betlive Racing Season 2024“-ის საჩემპიონო რბოლაში გალიდერებული სამეული, წელსაც ფავორიტის სტატუსით ისარგებლებს. გასულ წელს GDS'24 PRO კლასში ირაკლი შალიკაშვილმა გამარჯვება არავის დაუთმო. მეორე პოზიციაზე გიორგი კოდუა გავიდა, ხოლო მესამე ადგილი გიორგი გრიგალაშვილმა დაიკავა. GDS'24 გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი GM Tuning & R.E.G Racing Team-მა დაიკავა. Legends Group-მა მეორე პოზიციაზე დაასრულა ასპარეზობა, მესამე ადგილზე კი Rustavelebi გავიდა.
მონაწილეების პროფესიონალიზმისა და მომზადების მაღალი დონიდან გამომდინარე, Georgian Drift Series-ის წლევანდელი სეზონის გახსნით რბოლაზე, სანახაობრივ დაპირისპირებებს ველით - ამიტომ არ გამოტოვო 5-6 აპრილს რუსთავში გასამართი ივენთი.