Belive

betlive Racing Season 2025-ის პირველი რბოლა რუსთავის ავტოდრომზე გაიმართა

8 თვის წინ სხვა
1 წთ

5-6 აპრილს დრიფტის 5-ეტაპიანი ჩემპიონატის 2025 წლის სეზონმა აიღო სტარტი. „betlive Racing Season 2025“-ის ფარგლებში, ქვეყნის საუკეთესო დრიფტერები, რუსთავის ავტოდრომზე შეიკრიბნენ და საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებელ ბრძოლაში ჩაერთვნენ.

betlive-სა და Georgian Drift Series-ის კოლაბორაციით, ივენთების სერია „betlive Racing Season“ მთელი წლის განმავლობაში აქტიურად წარიმართება. ივენთები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება. 

სეზონის პირველ რბოლას რუსთავის ავტოდრომმა უმასპინძლა. 5 აპრილს საკვალიფიკაციო რბოლები გაიმართა, ხოლო 6-ში ფინალური ეტაპი შედგა, რომელმაც რუსთავის ავტოდრომზე შეკრებილი გულშემატკივრის მოლოდინი გაამართლა.

„betlive Racing Season 2025“-ის პირველი ეტაპის გამარჯვებული გიორგი გრიგალაშვილი გახდა. მეორე ადგილზე ჯეიჰუნ სულეიმანოვი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია ევა ივანოვმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ გიორგი გრიგალაშვილმა 5 აპრილს, საკვალიფიკაციო ეტაპიც პირველ ადგილზე დაასრულა და 6 აპრილსაც საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. რაც შეეხება ევა ივანოვს - ის მხოლოდ, 15 წლისაა და „betlive Racing Season“-ის დებიუტანტია.