Belive

betlive - ქართული სპორტის ერთგული ქომაგი

5 თვის წინ სხვა
3 წთ

ფეხბურთის მოყვარულები მასტერ ლიგას 2019 წლიდან იცნობენ – ტურნირს, რომელიც სამოყვარულო 7x7 ფეხბურთის ყველაზე მასშტაბურ და სანახაობრივ ჩემპიონატად იქცა. მიმდინარე წლიდან, კომპანია „ბეთლაივთან“ პარტნიორობის ფარგლებში, ტურნირს ახალი სახელი, „betlive Master League” ეწოდა და მისი არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა.

პარალელურად, უკვე მეორე წელია, კალათბურთის სამოყვარულო ლიგის სპონსორი კომპანია „ბეთლაივია“, რომელიც ტურნირს როგორც მატერიალურ, ასევე მედიამხარდაჭერას უწევს.

თანამშრომლობა betlive Master League-სთან

მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის 2-წლიან კონტრაქტს ხელი ივლისში მოეწერა, რომელიც თბილისსა და რეგიონებში ფეხბურთის განვითარებას, ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, მედია მხარდაჭერასა და ზოგადად, ქართულ სპორტთან თანადგომას ითვალისწინებს. განახლებული ფორმატით, ტურნირი არამარტო თბილისში, არამედ ქუთაისში, დუშეთსა და კაჭრეთშიც იმართება.

განახლებული ტურნირის მასშტაბი გაცილებით გაფართოვდა და ჯამში, 392 საფეხბურთო გუნდი გააერთიანა. მოქმედი ფორმატით, ყველა მუნიციპალიტეტს საკუთარი ტურნირი აქვს, რეგიონების მიხედვით კი, ჩემპიონატი ორ ძირითად მიმართულებად, აღმოსავლეთ და დასავლეთ betlive მასტერ ლიგად იყოფა. რაც შეეხება თბილისს, აქ 3 სხვადასხვა რანგის ლიგა არსებობს. რეგიონების გუნდების სრული ეკიპირება და სათამაშო ინვენტარი „ბეთლაივმა” უზრუნველყო.

წლევანდელ სეზონში, ტურნირს 2 ამბასადორი ეყოლება – ქართული ფეხბურთის ლეგენდები, ზურაბ ხიზანიშვილი და გიორგი დემეტრაძე. ისინი ტურნირის პოპულარიზაციასა და ფეხბურთის მასობრიობას შეუწყობენ ხელს. ისიც აღსანიშნავია, რომ 7x7 ფეხბურთს, ამბასადორებთან ერთად, ნაკრების სხვა ვეტერანი ფეხბურთელებიც თამაშობენ: ტურნირზე შეხვდებით ლევან მჭედლიძეს, ალექსანდრე იაშვილს, ჯანო ანანიძეს, გიორგი ნავალოვსკის, კახა კალაძეს, ალექსანდრე კობახიძეს, ზაალ ელიავას, გოგიტა გოგუას, ალექსანდრე ამისულაშვილს და ა.შ.

betlive Master League-ის პროგრესი, მისი დაარსებიდან დღემდე, თვალსაჩინოა. ფეხბურთით დაინტერესებული თითოეული ადამიანსთვის, მისი კარი ღიაა, „ბეთლაივსა“ და ტურნირს შორის წარმატებული თანამშრომლობა კი გრძელდება – წინ არაერთი საინტერესო პროექტი თუ სიახლე გელოდებათ.

betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის შესახებ

26 ნოემბერს, betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის ახალი, მეორე სეზონი დაიწყო- ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას როგორც მოყვარული, ასევე ვეტერანი სპორტსმენები იღებენ.

ჩემპიონატი ორ ეტაპად ჩატარდება: რეგულარული სეზონი და ფინალური ეტაპი (Playoff). რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, ფინალურ ეტაპამდე ე.წ. „All-star“ თამაში გაიმართება, სადაც მონაწილეობას პირველი ეტაპის საუკეთესო მოთამაშეთაგან შემდგარი გუნდები მიიღებენ. ასევე, ჩემპიონატის მსვლელობისას, ჩატარდება Online გამოკითხვები როგორც „კალათბურთის სამოყვარულო ლიგის“ ვებგვერდზე, ასევე Facebook გვერდზე - შედეგების საფუძველზე კი, „All-star“ თამაშში მონაწილე პირების ვინაობა გაირკვევა.

გასულ სეზონში, A დივიზიონის გამარჯვებული გუნდი „ს.კ ბრუკლინის აკადემია“, B დივიზიონის გამარჯვებული კი „ავერსი“ გახდა.

კალათბურთის სამოყვარულო ლიგის სპონსორი არის კომპანია "ბეთლაივი". მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან გენერალური სპონსორის გარეშე, ამ ტურნირის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა. - - იმედა იმედაშვილი, betlive კალათბურთის სამოყვარულო ლიგის მოთამაშე და მარკეტერი