betlive Play Fest - ვისაც უნდა თამაში
კომპანია betlive სამოყვარულო სპორტის განვითარებაში აქტიურადაა ჩართული და 10 აგვისტოდან საქართველოს 10 ქალაქში მრავალფეროვან სპორტულ აქტივობებს იწყებს.
ფესტივალი 10 ქალაქში მოგზაურობას გეგმავს და ყველა სტუმარს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. ამიტომ, თუ გსურს რომ გამოსცადო საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა შეჯიბრში, ან უბრალოდ გაიხალისო ზაფხულის დღეები და მეგობრებთან ერთად დრო მხიარულად გაატარო - მაშინ არ გამოტოვო betlive Play Fest-ი.
betlive Play Fest - ვისაც უნდა თამაში - 10 აგვისტოს აიღებს სტარტს. ზუგდიდი, ონი, მესტია, ბათუმი, გორი, თელავი, სამტრედია, ქუთაისი, ზესტაფონი და თბილისი - ჩამოთვლილ ქალაქებში betlive სხვადასხვა სპორტულ აქტივობას გამართავს, სადაც მონაწილეებს გამორჩეული პრიზების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
სამაგიდო თამაშები, FC25, მინი ფეხბურთი, მაგიდის ფეხბურთი, 3x3 კალათბურთი და მკლავჭიდი- ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ გასართობი ღონისძიებებისა, რომლებიც სხვადასხვა ქალაქის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს ელით.
10 აგვისტოდან არ გამოაკლდე betlive Play Fest-ს და გაიმხიარულე ზაფხულის დღეები სხვადასხვა აქტივობით.
betlive Play Fest-ის განრიგი
ზუგდიდი - 10 აგვისტო
ონი - 17 აგვისტო
მესტია - 24 აგვისტო
ბათუმი - 30 აგვისტო
გორი - 7 სექტემბერი
თელავი - 14 სექტემბერი
სამტრედია - 21 სექტემბერი
ქუთაისი - 28 სექტემბერი
ზესტაფონი - 11 ოქტომბერი
თბილისი - 25 ოქტომბერი