"არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ მერაბი კარდიო მანქანაა" - კორი სენდჰეგენი
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
კორი სენდჰეგენი მერაბ დვალიშვილის რეპუტაციას ეჭვქვეშ აყენებს. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამერიკელი დვალიშვილს კარდიო მანქანად ვერ აღიქვამს. MMAFighting-თან საუბრისას, სენდჰეგენმა აღნიშნა, რომ ამ ანკესს არ წამოეგებოდა.
არ ვეთანმები, რომ მერაბი კარდიო მანქანაა, მისი დამარცხება შეუძლებელია და შეუჩერებელია. მთელი გეგმა მის დამარცხებაზე და ჩემს წელზე ოქროს ქამრის შემორტყმაზე არის აწყობილი. აე, ეს მსურს. - განაცხადა სენდჰეგენმა
შეგახსენებთ, რომ მერაბს მომავალი ბრძოლა სწორედ კორი სენდეჰეგენის წინააღმდეგ ელის. მათი დაპირისპირება 4 ოქტომბერს ლას ვეგასში შედგება.