Belive

"არ ვიცით რა მოხდება თუ მერაბთან კიდევ ერთ 5-რაუნდიან ჩხუბს გამართავს" - მასვიდალი უმარზე

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ხორხე მასვიდალი ამბობს, რომ უმარმა მერაბთან შეხვედრამდე 5-რაუნდიან ბრძოლებში გამოცდილება უნდა დააგროვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გარისკავს, რადგან მეორე მარცხის შემთხვევაში, ტიტულზე დიდი ხანი ვეღარ გავა.

მინდა უმარის ქამარზე ჩხუბი კიდევ ერთხელ ვნახო. ამავდროულად, თუ ასეთი ბრძოლისთვის მზად არ იქნება და საჩემპიონო ჩხუბებში რეკორდი 0-2-ზე ექნება, ქამრისთვის დიდი ხანი ლოდინი მოუწევს. მისცემთ ცოტა დროს, რომ უკეთესი გახდეს თუ აჩხუბებთ ბიჭთან, რომელიც ალბათ სუპერმსუბუქი წონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია?

კორი სენდჰეგენის ასე დამარცხების შემდეგ, მერაბი ყველა დროის საუკეთესოთა სიაში შევიყვანე. მივცეთ უმარს დრო, რომ 5-რაუნდიან ჩხუბებში მეტად გამოცდილი გახდეს, რადგან ბაუტისტასთან ბრძოლა ადვილი ნამდვილად არ ყოფილა და ეს დაპირისპირება სამრაუნდიანი იყო. ასე რომ, არ ვიცით რა მოხდება თუ მერაბთან კიდევ ერთ 5-რაუნდიან ჩხუბს გამართავს. - განაცხადა ხორხე მასვიდალმა

შეგახსენებთ, რომ მარიო ბაუტისტასთან გამარჯვების შემდეგ, უმარმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა და ახლა ჩემპიონ დვალიშვილთან ყველაზე ახლოს ის არის. დვალიშვილის შემდგომ მეტოქედ სატიტულო ბრძოლაში მერაბისთვის სწორედ უმარი მიიჩნევა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ დვალიშვილი მომავალ ბრძოლა პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 6 დეკემბერს არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები