Belive

"ამის შემდეგ მერაბთან ურთიერთობა გავწყვიტე" - ადამიანი, რომელიც დვალიშვილმა შეიფარა

11 საათის წინ სხვა
1 წთ

MMA-ის გულშემატკივრებმა კარგად იციან მერაბ დვალიშვილისა და ახალგაზრდა დაღესტნელი მებრძოლის, მაგდი ამაჩოვის ისტორია - რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამაჩოვი ამერიკაში სრულიად მარტო, უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდა, მერაბმა ის შეიფარა, საკუთარ სახლში აცხოვრა და ვარჯიშის დაწყებაშიც შეუწყო ხელი.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამაჩოვმა მერაბს ზურგი აქცია და დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლის დროს, დაღესტნელების ბანაკში გადაბარგდა, თუმცა მერაბმა ის მაშინაც კი არ გააკრიტიკა - საპირისპიროდ, მაგდიმ დრო იხელთა და აბუ დაბიში მომხდარი ლაჩრული საქციელის გამართლება სცადა და უსმან ნურმაგომედოვის თავდასხმის პროვოცირება მერაბ დვალიშვილს დააბრალა.

ვაკვირდები მომხდარს, ვკითხულობ კომენტარებს და ყველაფერს ვაანალიზებ. ამ ვიდეოს ყველასთვის ვწერ, ვინც ემოციების ნაცვლად გონებით ფიქრობს. მივმართავ მათ, ვინ ახლა იმის გარკვევაშია სწორი იყო თუ არა ეს საქციელი - რას იტყვით საქართველოში მომხდარზე, როდესაც RAF-ის ივენთზე, მერაბი ადგა და ერთ-ერთი ჩვენი ძმა ცემა. ამან ძალიან გაგვაბრაზა. გაგვაბრაზა, როგორც დაღესტნელები, როგორც მუსლიმები.

მათ იფიქრეს, რომ ყველაფერი ამით დასრულდებოდა. მაგრამ ყველამ, ვინც ახლა ახლა არჩევს სწორი იყო თუ არა უსმანის საქციელი, იცოდა, რომ ამას საკადრისი პასუხი გაეცემოდა. ეს მერაბმაც იცოდა. მერაბი ჩემთვის უცხო ადამიანი არაა. საქართველოში მომხდარი ინციდენტის ვიდეო, რომ ვნახე გული ძალიან დამწყდა. მერაბთან ამ სიტუაციის შემდეგ ურთიერთობა გავწყვიტე. მეწყინა, თუ როგორ მოექცა საქართველოში ის ჩვენს მეგობარს და არც დაფიქრდა, რომ ამ საქციელზე მის დაღესტნელ მეგობრებს გული დაგვწყდებოდა.

ახლა შევხედოთ რა მოხდა აბუ დაბიში - იქ არანაირად არ ყოფილა 20 კაცი. 4 კაცი მივიდა და მერაბიც თავის მეგობართან ერთად იყო. ასე, რომ უსმანს და მის მეგობრებს, რომ ვირთხებს ეძახით თავად განსაჯეთ. დაფიქრდით რა მოხდა ეხლა და რა მოხდა საქართველოშიმაშინ რატომ არავინ გააკეთა კომენტარი და აბუ დაბიში მომხდარს ყველა რატომ ეჭიდება. ცხოვრება ბუმერანგია და როდესაც არასწორ საქციელს სჩადიხარ, თავადაც ასე გიპასუხებენ.

რა თქმა უნდა, არავის არაფერს მოვუწოდებ. უამრავ ქართველს ვიცნობ და ვემეგობრები. ერთმანეთს ძმებს ვეძახით. ქართველები და დაღესტნელები ძმები ვიყავით და ასეც დარჩება. ჩვენ ერთიანი კავკასია ვართ, მაგრამ ასეთი ქმედებები ძალიან დიდ ნაპრალებს აჩენს.

- მაგდი ამაჩოვი.

შეგახსენებთ, რომ აბუ დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში ინტერვიუს დროს, მერაბ დვალიშვილსა და 21 წლის საბა ლაზიშვილს თავს უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები დაესხნენ.

სხვა სტატიები