"ამის გამო მერაბი დიდ პატივისცემას იმსახურებს" - დანა უაითი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
დანა უაითმა მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა. დვალიშვილმა ერთ წელიწადში მეოთხე საჩემპიონო ბრძოლის მოთხოვნით ბოსის დიდი პატივისცემა დაიმსახურა.
UFC 320-ზე მოგებული ჩხუბის შემდეგ, მერაბი ჩვენთან ოფისში მოვიდა და აგვიხსნა რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ამ რეკორდის მოხსნა - ყველაზე მეტი ტიტულის დაცვა ერთ წელიწადში. ის 14-გამარჯვებიან სერიაზეა და ქამრის მეოთხედ დაცვას შეეცდება. დვალიშვილი უკვე ფლობს გდებების რეკორდს და ეს გამარჯვება ყველაზე გრძელი მოგებების სერიის სიაში მეორე ადგილზე გადაიყვანს. მან სუპერმსუბუქ წონაში უკვე ყველა რეკორდი მოხსნა. ეს ბავშვი საოცრებაა. მერაბი დიდ პატივისცემას იმსახურებს, ძალიან მიყვარს ასეთი საქციელები. - განაცხადა დანა უაითმა
შეგახსენებთ, რომ მერაბი მომავალ ჩხუბს 6 დეკემბერს პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართავს. თუ "მანქანა" ამ ბრძოლასაც მოიგებს, ერთ კალენდარულ წელიწადში ტიტულის 4-ჯერ დაცვით რეკორდსმენი გახდება. შეგახსენებთ, რომ წელს მერაბმა უმარ ნურმაგომედოვი, შონ ო'მალი და კორი სენდჰეგენი დაამარცხა.