Belive

"ამაყი ვარ, რომ ჩემს გამო საქართველოში MMA პოპულარულია" - მერაბ დვალიშვილი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

18 თებერვალს მერაბ დვალიშვილი კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას გამართავს. ის UFC 2 წონის ყოფილ ჩემპიონს და ოლიმპიურ ჩემპიონს ჰენრი სეხუდოს შეხვდება. Triple C-ის დამარცხების შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ მერაბმა სატიტულო ბრძოლა მიიღოს. სუპერმსუბუქი წონის ქამარს ამჯერად შონ ო'მალი ფლობს.

ქართველის ბრძოლამდე 6 დღე რჩება და ბუნებრივია, რომ გულშემატკივრებში ინტერესი ძალიან მაღალია. მერაბ დვალიშვილმა UFC News-თან ინტერვიუ ჩაწერა და რამდენიმე თემას შეეხო.

MMA საქართველოში საერთოდ არ იყო პოპულარული. ჩვენს მას "ბრძოლა წესების გარეშეს" ვეძახდით. ჩვენს ქვეყანაში MMA ხალხმა მას შემდეგ გაიცნო, რაც ქართველმა მებრძოლებმა UFC-სთან გავაფორმეთ კონტრაქტები. ვიცნობ რამდენიმეს, ვინც ჩემს გამო დაიწყო ვარჯიში და ახლა სხვადასხვა ორგანიზაციების ჩემპიონები არიან. ამით ძალიან ვამაყობ. MMA საქართველო ვითარდება და მხოლოდ ზევით მიიწევს. ჩემი ოცნება ახდება თუ კი ოდესმე UFC-ის ღონისძიებაზე საქართველოში ვიჩხუბებ. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

ქართველმა "მანქანამ" ილია თოფურიაზეც ისაუბრა. "მატადორს" იმავე ღამეს მთავარ ბრძოლაზე ვიხილავთ და მისი მოწინააღმდეგე ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი იქნება. შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა UFC-ის ქამრისთვის ქართველი იბრძვის.

ჩემი მეგობრების შემდეგ, UFC-ში ალექს ვოლკანოვსკი ჩემი ფავორიტი მებრძოლია. ილია ჩემი ძმაა და რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში მას ვუგულშემატკივრებ. როგორ გიჟურადაც არ უნდა ჟღერდეს მჯერა, რომ ილიას ალექსის დამარცხება შეუძლია. - ამბობს მერაბი

სხვა სტატიები