Belive

"გიგასთან ჩხუბი ჩემი უნარების კარგი გამოცდა იქნება" - კევინ ვალეხოსი

2 დღის წინ სხვა
1 წთ

გიგა ჭიკაძის მომავალმა მეტოქემ ბრძოლის შესახებ ისაუბრა. კევინ ვალეხოსი თვლის, რომ გიგასთან გამარჯვების შემთხვევაში საჩემპიონო კანდიდატობას მიუახლოვდება.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შანსი მივიღე, რადგან აქ გამარჯვება საჩემპიონო კანდიდატობამდე მიმიყვანს. გიგასთან ჩხუბი ჩემი უნარების კარგი გამოცდა იქნება. მასთან შედარებით ამ საქმეში არავინ ვარ. ჩემთვის ნამდვილი ტესტია და ამით ბედნიერი ვარ.

ჩემი აზრით, ჩვენი დაპირისპირება სტილების ჯახი იქნება. ჩემი მიზანი იქნება დისტანცია ჩავხურო და დავანოკაუტო. - განაცხადა ვალეხოსმა

შეგახსენებთ, რომ ჭიკაძისა და ვალეხოსის ბრძოლა 14 დეკემბერს გამთენიისას დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში არგენტინელი მებრძოლი ქვემსუბუქი წონის რეიტინგში ადგილს მიიღებს.

სხვა სტატიები