"ამ ჩხუბის ნახვა არ მინდა" - ფიზიევი ილისა და გეიჯის ბრძოლაზე
4 საათის წინ
სხვა
1 წთ
რაფაელ ფიზიევი ამბობს, რომ ილისა და გეიჯის ჩხუბის ნახვა არ უნდა. არა იმიტომ, რომ მოსაწყენი იქნება, არამედ შესაძლოა ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდეს. აზერბაიჯანელის თქმით, ილიას შეუძლია ჯასტინს ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს.
გულწრფელად, ეს ბრძოლა არ მინდა. ჯასტინი თითქმის 38 წლის არის და პიმბლეტის წინააღმდეგ ფიზიკურად კარგად არ გამოიყურებოდა. ილიასთან ბრძოლა მხოლოდ დგომში იქნება. კრივი, არანაირი ჭიდაობა. ეს გეიჯისთვის ძალიან სახიფათოა. ილიას შეუძლია შუქები ძალიან მარტივად ჩააქროს. ვიცი ეს MMA არის და შესაძლოა ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ჯასტინის გამო ამ ბრძოლის ნახვა არ მინდა. - განაცხადა რაფაელ ფიზიევმა
Rafael Fiziev on Topuria vs. Gaethje:
— The Fight Fanatic🥊 (@FightFanatic_) January 29, 2026
“Honestly, I don’t want this fight. Justin is almost 38 years old and didn’t look great physically against Pimblett. Against Ilia, it would be a stand-up fight only. Boxing, no wrestling. That’s very dangerous for Gaethje. Ilia can turn the… pic.twitter.com/kU2uxiku3A
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯიმ პადი პიმბლეტი დაამარცხა და მსუბუქი წონის დროებითი ქამრის ჩემპიონი გახდა. ახლა ილიასა და გეიჯის ჩხუბის ჩანიშვნა მხოლოდ დროის საკითხია.