ალი აბდელაზიზი უსმანზე გავრცელებულ ჭორებს პასუხობს
უსმან ნურმაგომედოვის მომავალი კვლავ ყურადღების ცენტრშია. მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 26 წლის დაუმარცხებელმა მებრძოლმა ახალ ორგანიზაციასთან შეთანხმებას მიაღწია, საქმეში მისი მენეჯერი, ალი აბდელაზიზი ჩაერთო.
მებრძოლის მენეჯერის, ალი აბდელაზიზის თქმით, ამ ეტაპზე ნებისმიერი საუბარი UFC-ში გადასვლაზე ან სხვა კონტრაქტზე ნაადრევია, რადგან PFL-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრიორიტეტული უფლებები გააჩნია.
ცნობები იმის შესახებ, თითქოს უსმან ნურმაგომედოვმა სხვა პრომოუშენთან გააფორმა კონტრაქტი, მცდარია. ის ჯერ კიდევ PFL-თან ექსკლუზიური მოლაპარაკებების პერიოდშია, რაც ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მას არ აქვს უფლება, მოლაპარაკებები სხვა ორგანიზაციებთან აწარმოოს - ალი აბდელაზიზი
Guys, the reports that Usman Nurmagomedov signed with another promotion are false. He’s still in an exclusive negotiating period with the PFL, which means he can’t negotiate with any other promotion right now.
— Ali Abdelaziz (@AliAbdelaziz00) November 11, 2026
შეგახსენებთ, რომ უსმან ნურმაგომედოვი PFL-ის და Bellator-ის ჩემპიონია. ამ ორგანიზაციებში არასდროს დამარცხებულა და ყველა მეტოქესთან უდიდეს ფავორიტად ითვლებოდა.