Belive

ალექსანდრე თოფურიას პოტენციური მეტოქის ვინაობა ცნობილია

5 თვის წინ სხვა
1 წთ

MMA-ს სპორტულ მედიაში ალექსანდრე თოფურიას პოტენციურ მეტოქეზე ინფორმაცია გავრცელდა. ეს ყველაფერი ოფიციალური არ არის, თუმცა, მის მოწინააღმდეგედ მალკოლმ ველმეიკერი განიხილება.

მალკოლმი ამომავალი ვარსკვლავია, რომელსაც კარიერაში 10 გამარჯვება და ნული მარცხი აქვს. ამ გამარჯვებებიდან ამერიკელმა 6 ნოკაუტი და 2 საბმიშენი აქვს. ველმეიკერმა UFC-ს კონტრაქტი კონტენდერების სერიიდან მიიღო. აღსანიშნავია, რომ მას ორგანიზაციაში უკვე ორი პირველი რაუნდის ნოკაუტი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურიას დებიუტი კოლბი სიქნესის წინააღმდეგ შედგა. "კონკისტადორმა" ავსტრალიელი მეტოქე აშკარად დაჩაგრა და მსაჯების გადაწყვეტილებით უპრობლემოდ მოიგო.

სხვა სტატიები