'ახალი ქართველი დედოფალი' - რას წერენ ლიპარტელიანზე გულშემატკივრები?
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
ისტორიული დღეა ქართული ძიუდოსთვის. ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ფინალში ეთოს იაპონელი მომო ტამაოკი დახვდა, რომელთანაც წინა 4 შეხვედრა წაგებული ჰქონდა, თუმცა ლიპარტელიანმა უძლიერეს მეტოქეს 2 ვაზარი აუღო და უშანსოდ მოუგო. ეთერის მსოფლიო ჩემპიონობას აღფრთოვანებით შეხვდნენ ძიუდოს სხვა ქვეყნების წარმომადგენელი გულშემატკივრები.
მან ეს 100%-ით დაიმსახურა - აი ესაა ქალების ძალა.
ვულოცავ საქართველოს ახალ მსოფლიო ჩემპიონს.
ეთერის ყოველთვის მჯეროდა.
ვულოცავ საქართველოს და მის ხალხს მეზობელი ბაქოდან. უბრალოდ ფანტასტიკაა. ვინც ამ სპორტში ერკვევა იცის, რომ მან ეს ჯილდო დაიმსახურა.
ძალიან ჭკვიანია. დღეს ყველას სტატიკურად და დამაჯერებლად მოუგო.
არავის, ვინც მას შეხვდა, შანსი არ ჰქონდა - უჭკვიანესი!
საქართველოს ახალი დედოფალი ჰყავს.
ყველაფერთან ერთად, ძალიან ლამაზი გდებები შეასრულა. - წერენ გულშემატკივრები.
აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველი 3 დღის განმავლობაში, ეთერ ლიპარტელიანის ოქრო, პირველი მედალია ჩვენს ყულაბაში. დღეს ტატამიზე ლაშა შავდათუაშვილი და ნინო ლოლაძეც ვიხილეთ, თუმცა ისინი ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშნენ.