Belive

"ადრე დავბრუნდი, მაგრამ ეს ილიას არაფერს აკლებს" - ალექს ვოლკანოვსკი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

ალექს ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასთან ბრძოლა კიდევ ერთხელ გაიხსენა. ავსტრალიელი კვლავ იმ აზრზეა, რომ "მატადორთან" ოქტაგონზე დაბრუნება იმაზე ადრე გადაწყვიტა, ვიდრე საჭირო იყო. მახაჩევთან ნოკაუტით წაგების შემდეგ, ვოლკანოვსკი თოფურიასთანაც ნოკაუტით დამარცხდა.

ადრე დავბრუნდი, დამანოკაუტეს და ქამარიც დავკარგე. ეს ფაქტია. ამით არ მინდა ილიას რამე დავაკლო, მაგრამ ვამბობ რა შეიძლება მომხდარიყო. თავში პირდაპირ წვივი მომარტყეს. შუქი ჩაქვრა, მაგრამ სრულ სიბნელეში არ ვყოფილვარ. რამდენიმე წუთის შემდეგ ყველაფერი აღმიდგა. ილიას ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს. მან ყბაში ერთი სუფთა დარტყმა გამიტარა და უგონოდ გამთიშა. რამდენიმე წუთი ვხვრინავდი. - ამბობს ალექს ვოლკანოვსკი

მას შემდეგ, რაც ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ქამარი დათმო და მსუბუქ წონაში გადავიდა, ვოლკანოვსკიმ ჩემპიონობის დაბრუნება შეძლო. ავსტრალიელმა საჩემპიონო ჩხუბში დიეგო ლოპესი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის მეფის ტახტს კვლავ დაესაკუთრა.

სხვა სტატიები